ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 71 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 2020-04-12 14:30:00

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 71 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვლა 4 474 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

"24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 657 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 71 686-ს მაღწია",  - განაცხადა მან ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში.

მისი თქმით, გარდაიცვალა 4 474, ხოლო გამოჯანმრთელდა 43 894 პაციენტი.