„ჯორჯიან ბილდინგ გრუფი +“ თბილისის მერიის საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 2020-04-09 12:14:00

ქართული სამშენებლო კომპანია  „ჯორჯიან ბილდინგ გრუფი +“ (GBG+) შეუერთდა თბილისის მერიის აქციას, რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარებას ითვალისწინებს.

კომპანიამ საკვები პროდუქტებით 100 ნობათი მოამზადა და გადასცა თბილისის მერიას, რომელიც შემდეგ უზრუნველყოფს დახმარების განაწილებას საჭიროების მქონე მოქალაქეებზე.

 „ჯორჯიან ბილდინგ გრუფი +“-ის ხელმღვანელის, ზვიად იმადაშვილის თქმით, კომპანია, მაღალი სოციალური  პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სიამოვნებით შეუერთდა მერიის ამ ინიციატივას. აქციის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში ხანდაზმულების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

„ჩვენი სამოქალაქო პოზიციაა, ასეთ ვითარებაში გვერდით დავუდგეთ სახელმწიფოს და ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენი კომპანიისთვის ქველმოქმედება უცხო არ არის და ყოველთვის სოლიდარული ვართ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეების. მათ თანადგომას კვლავ გავაგრძელებთ, - აღნიშნა ზვიად იმედაშვილმა.