ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

საქართველო, თბილისი - 2020-04-08 19:51:00

სენატორმა ბერნი სანდერსმა უარი თქვა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობაზე. ამის შესახებ იტყობინება CNN-ი სანდერსის საარჩევნო შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით.

ამრიგად, დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთადერთი კანდიდატი აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენია. მოსალოდნელია, რომ დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, სწორედ მას დაასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 2020 წლის ნოემბერში.