ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი კვირაში ერთხელ ექიმად იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 2020-04-06 12:20:00

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი კვირაში ერთხელ ექიმად იმუშავებს, რათა ქვეყანას დაეხმაროს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, იტყობინება ირლანდიური გამოცემა Irish Times-ი.

ლეო ვარადკარს სამედიცინო განათლება აქვს მიღებული და შვიდი წლის განმავლობაში ექიმად მუშაობდა.

შემდეგ ის პოლიტიკაში წავიდა და 2013 წელს დატოვა ირლანდიის სამედიცინო რეესტრი - ექიმთა ოფიციალური სია, რომელთაც აქვთ სამედიცინო პრაქტიკის უფლება.

"ექიმი ვარადკარი სამედიცინო რეესტრში დაბრუნდა გასულ თვეში. მან თავისი მომსახურება შესთავაზა ჯანდაცვის ეროვნულ იმ სფეროებში, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება", - განუცხადა მთავრობის წარმომადგენელმა გამოცემას.

გამოცემა იუწყება, რომ თავდაპირველად ირლანდიის პრემიერ-მინისტრი სპეციალურად შექმნილ სატელეფონო ცენტრში იმუშავებს და უპასუხებს იმ ადამიანის ზარებს, რომლებიც თვლიან, რომ კორონავირუსის სიმპტომები აქვთ.

ბოლო მონაცემებით, ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 4994 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 158 პაციენტი.