"ენამ გადაარჩინა ერი, ქართული ენა და ჩვენი სარწმუნოება გადაარჩენს მომავალს. ვფიქრობ, რომ მაღაზიის ან რომელიმე დაწესებულების წარწერა უნდა იყოს სამივე ანბანით. ამით ჩვენ ვასწავლით ჩვენ ახალგაზრდებსა და ხალხს სამივე დამწერლობას - ასომთავრულს, ნუსხა ხუცურს, და მხედრულს. ამიტომ მე მივმართავ ყველას, გასაკუთრებით ბიზნესმენებს, რომ დაიწეროს მათ დაწესებულებზე სამივე დამწერლობით." - ქადაგებს პატრიარქი.