საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2020-03-31 12:52:00

ქვეყანაში უკვე კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაამ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი შეხვედრა დასრულდა.

"ქვეყანაში უკვე 110 ინფიცირებული გვყავს. აქედან 21 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. იზოლაციაში კი 4995 ადამიანია“,  - განაცხადა  ჩიქოვანმა.