თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 2020-03-30 14:35:00

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის 14  სხვადასხვა ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ეს ქალაქებია: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 217 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 131 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 105 ადამიანი.