იტალიაში კორონავირუსმა 37 ექიმი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2020-03-26 18:16:00

იტალიაში ვირუსის გავრცელების დღიდან, კორონავირუსს 37 ექიმი იმსხვერპლა. იუწყება იტალიის სამედიცინო ასოციაცია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 74 386 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 7 503 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 9 362.