ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 514-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2020-03-24 15:15:00

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 514 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

საერთო ჯამში კორონავირუსს ესპანეთში 2 696 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა ცხოვრობდა ქვეყნის დედაქალაქ მადრიდში.

უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში კორონავირისით ინფიცირების 39 637 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 3 300 პაციენტი გამოჯანმრთელდა.