ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 324 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2020-03-21 16:37:00

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 324 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1326 შეადგინა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5 000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხა. სულ კორონავირუსული ვირუსული ინფექციის 25 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული.

შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა.