კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში

საქართველო, თბილისი - 2020-03-19 23:20:00

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევა დაადასტურა.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილია ივანო-ფრანკოვსკის ოლქში მცხოვრები ქალი.

უკრაინაში გარდაცვალების პირველი შემთხვევა 13 მარტს დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 21 შემთხვევაა დადასტურებული.