კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში

საქართველო, თბილისი - 2020-03-17 23:19:00

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაადასტურა.

უწყების ინფორმაციით, ჩერნოვიცკის ოლქში COVID-19-ით 33 წლის ქალი გადრაიცვალა.

უკრაინაში გარდაცვალების პირველი შემთხვევა 13 მარტს დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 14 შემთხვევაა დადასტურებული.