კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ესპანეთში 11 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 2020-03-17 16:33:00

ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში თითქმის ორი ათასით გაიზარდა და 11 ათასს გადააჭარბა.  გარდაიცვალა 500-მდე ადამიანი.

"ესპანეთში ბოლო 24 საათში გამოვლინდა 1987 ახალი შემთხვევა, ეპიდემის დაწყებიდან მათი რაოდენობა 11 178-ია. ინფიცირებულთა 46 პროცენტი საავადმყოფში იმყოფება, გარდაიცვალა 4 % - 491 ადამიანი", - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 182 ადამიანი. 563 დაავადებულის მდგომარეობა მძიმეა. გამოჯანმრთელდა 1 208 პაციენტი. ყველაზე მძიმე მდგომარეობა მადრიდშია.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ესპანეთი ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის შემდეგ ევროპაში მეორე ქვეყანაა.