ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რადენობა იზრდება

საქართველო, თბილისი - 2020-03-15 17:40:00

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რადენობა იზრდება. 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთ რაოდენობა 113-ით გაიზარდა და 724 შეადგინა.

ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულთა რაოდენობა 14 000-ს აღწევს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოუწოდებს მოქალაქეებ, გააუქმონ მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა გეგმა და სახლში დარჩნენ.