იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება

საქართველო, თბილისი - 2020-03-15 14:47:00

იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გასულ 24 საათში სამჯერ გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი ავრცელებს.

"დღეს ჩვენ 527 გამოჯანმრთელებული გვყავს, მათი რაოდენობა სულ 1966-ს შეადგენს", - განაცხადა ბორელიმ.

მისი ინფორმაციით, ერთ დღე-ღამაში გარდაიცვალა 175 ადამიანი. ამგვარად, სიკვდილიანობის მაჩვენებლი 30 პროცენტით შემცირდა წინა დღესთან შედარებით.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმით 3 500-ით გაიზარდა და 21 ათასს გადააჭარბა.