ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 2020-03-15 14:14:00

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის ცოლს, მარია ბეგონია ფერნანდეს სანჩესს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება ესპანეთის მთავრობის პრეს-სამსახური.

პრემიერისა და მისი ცოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე პრემიერის რეზიდენციაში იმყოფება.

მანამდე კორონავირუსი დაუდასტურდა ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის ორ წევრს  - ტერიტორიული პოლიტიკის საკითხების მინისტრს კაროლინა დარიასსა  და თანასწორობის საქმეთა მინისტრს ირენე მონტეროს, ასევე ვიცე-პრემიერის პაბლო იგლესიასის ცოლს.

კარანტინში იმყოფება ესპანეთის დედოფალი ლეტიცია, რომელიც ესწრებოდა ღონისძიებას მონტეროს მონაწილეობით.

ესპანეთში კორონავირუსი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 700-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ათასამდე დაავადებული მადრიდშია.

გარდაცვლილთა რაოდენობამ 180-ს გადაჭაარბა. ესპანეთი ევროპაში იტალიის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ესპანეთშ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.