ჩეხეთმა საზღვრების სრული ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველო, თბილისი - 2020-03-13 17:12:00

ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და საზღვრების სრული ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. იუწყება ადგილობრივი მედია.

გავრცელებული ცნობით, საგანგებო გადაწყვეტილება ძალაში 16 მარტიდან შევა.

30-დღიანი აკრძალვის ფარგლებში, ჩეხეთის მოქალაქეებს უფლებას არ მისცემენ, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია.

გარდა ამისა, ჩეხეთში ცხოვრების უფლების არმქონე უცხოელებს კი აეკრძალებათ ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა.