ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 2020-03-11 22:24:00

ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ეშაქ ჯაჰაინგირსს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება ადგილბრივილი საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.

ამ დროისთვის, ეშაქ ჯაჰანგირი ირანის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.

იუწყებიან, რომ ვირუსით ინფიცირებულია კაბინეტის კიდევ ორი წევრი - კულტურის მინისტრი ალი აშღარ მუნესანი და ინდუსტრიისა და ბიზნესის მინისტრი რეზა რაჰმანი.

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკოსები და სახელმწიფო თანამდებობის პირები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 8 042 შემთხვევა დაფიქსირდა