ევროპარლამენტის პრეზიდენტი თვითიზოლაციაში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 2020-03-10 13:59:00

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობის შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფება.

სასოლის თქმით, იტალიაში გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი იუწყება, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში სახლიდან შეასრულებს სამუშაოს.