კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნიდერლანდებში

საქართველო, თბილისი - 2020-03-06 15:29:00

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნიდერლანდებში.

ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილია 86 წლის კაცი, რომელიც კორონავირუსული დიაგნობით ამსტერდამის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.

ბოლო მონაცემებით, ნიდერლანდების სამეფოში კორონავირუსით დაინფიცირების 82 შემთხვევაა გამოვლენილი.