ირანში სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა

საქართველო, თბილისი - 2020-03-05 15:16:00

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ირანის ხელსიუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

როგორც იუწყებიან, საგანმანათლებლო დაწესებულებები 20 მარტამდე დაიხურება.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაინფიცირების 2 922 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 92.