კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში

საქართველო, თბილისი - 2020-03-03 13:55:00

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში. იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ ლიაშკო.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ლიაშკომ განაცხადა, რომ უკრაინელ ექიმებს 4 სავარაუდო შემთხვევა ჰქონდათ გამოვლენილი, რომელთაგან ერთ დაუდგინდა კორონავირუსი.

მისივე თქმით, კორონავისუსის შემთხვევა ჩერნოვცის ოლქში დაფიქსირდა.

დაინფიცირებული პაციენტი რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.