საფრანგეთი ეპიდემიის წინაშეა - ემანუელ მაკრონი

საქართველო, თბილისი - 2020-02-27 17:16:00

საფრანგეთი კორონავირუსის ეპიდემიის წინაშეა და ექიმების ამოცანაა დაავადების წინააღმდეგ ეფექტურად იბრძოლონ, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„ჩვენ კრიზისის წინაშე ვდგავართ, ეპიდემია მოდის ... ჩვენი მოვალეობაა, მას  დავუპირისპირდეთ”, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრის დროს.

საფრანგეთში კორონავირუსის 18 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი, მათ შორის, ერთ-ერთი ჩინელი ტურისტი.

კორონავირუსის საფრთხის გამო საფრანგეთში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება გაუქმდა, მათ შორის ნიცაში დადგეგმილი კარნავალი.