იაპონიაში სკოლები დაიხურა

საქართველო, თბილისი - 2020-02-27 14:02:00

იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს განკარგულებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული სკოლები დაიხურება. ამის შესახებ იუწყება BBC-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლები 2 მარტიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიხურება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, იაპონიის მოქალაქეს კორონავირუსი მეორედ გამოუვლინდა. ეს იაპონიაში ვირუსის გამეორების პირველი შემთხვევაა.