კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა პაკისტანში

საქართველო, თბილისი - 2020-02-26 21:57:00

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა პაკისტანში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით.

პაკისტანის ჯანდაცვის მინისტრის ზაფარ მირზას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომაროება სტაბილურია.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ერთ-ერთი მგზავრი იმყოფებოდა ირანში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაადასტურეს საბერძნეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბრაზილიამ.