ჰონგ-კონგის ხელისუფლება თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს $1300 დოლარს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 2020-02-26 18:36:00

ჰონგ-კონგის ხელისუფლება მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 1300 აშშ დოლარს გადასცემს.

ქალაქის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, 7 მილიონამდე 18 წელს მიღწეულ თითოეულ მოქალაქეს ერთჯერადი სახით 10 000 ჰონგ კონგურ დოლარი გადაეცემა, რაც დაახლოებით 1300 აშშ დოლარია.

"წელს ჰონგ-კონგის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. საკითხის ყურადღებით განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ჰონგ-კონგელი მოქალაქეების ფინანსური წახალისების შესახებ", - განაცხადა ჰონგ-კონგის ფინანსთა მინისტრმა.

ერთჯერადი ფინანსური დახმარება ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებების პაკეტისა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკის გაჯანსაღებას.

მთლიანად ღონისძიებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილია 120 მლრდ ჰონგ-კონგური დოლარი, რაც 2.5 მლრდ აშშ დოლარია.

როგორც იუწყებიან, მრავალთვიანმა პროდემოკრატიულმა საპროტესტო აქციებმა და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ძლიერ შეარყია ჰონგ-კონგის ეკონომიკა.

ჰონგ-კონგში კორონავირუსით დაინფიცირების 81 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი გარდაიცვალა.