კორონავირუსთან დაკავშირებით, ესპანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქებს აფრთხილებს

საქართველო, თბილისი - 2020-02-26 16:27:00

ესპანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქებს აფრთხილებს. ესპანეთის სამეფოში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით (26 თებერვლის მონაცემებით, 9 დაინფიცირებული მოქალაქე), საქართველოს საელჩო მოუწოდებს ესპანეთის სამეფოში მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები:
https://www.mscbs.gob.es/gabinete/notasPrensa.do?id=4799
https://www.mscbs.gob.es/…/20200224.Preguntas_respuestas_CO…

"ასევე, გთხოვთ გაეცნოთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციას კორონავირუსის ინფექციის ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებების თაობაზე:
https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx…

საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი: +34 691 387 221", აღნიშნულია განცხადებაში.