ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

საქართველო, თბილისი - 2020-02-25 16:28:00

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. იტყობინება Reuters-ი ირანულ საინფორმაციო სააგენტო ILNA-ზე დაყრდნობით.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირჩი კარანტინშია მოთვსებული.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდგინდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირანთან საზღვარი ჩაკეტა თურქეთმა, საქართველომ კი გააუქმა ფრენები და ფიზიკური პირების გადაადგილება შეზღუდა.