საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ კორონავირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები

საქართველო, თბილისი - 2020-02-23 18:25:00

კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე

http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus

ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებ-გვერდზე

http://www.protezionecivile.gov.it/home

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1500,
ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე - 333 8879123