საქალაქო სასამართლო ინდმეწარმეების ნაწილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 2010-10-07 11:46:00

დღეს, 7 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო სავაჭრო სავაჭრო ცენტრების _ "კიდობნისა" და "პასაჟის" ინდმეწარმეების ნაწილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. 25 ინდმეწარმეს ბრალი უკვე წაეყენა.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სამსამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

დაკავებულების ახლობლების განცხადებით, ინდმეწარმეები საქონლის გადამზიდავი კომპანიის შპს ~ტრანსის~ დარღვევებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ. კომპანიას ისინი ტვირთის თურქეთიდან საქართველოში ჩამოტანაში თანხას და შესაბამის დოკუმენტაციას აძლევდნენ. საგამოძიებო სამსახური კი ინდმეწარმეებს შპს ~ტრანსთან~ დანაშაულებრივ კავშირში ადანაშაულებს.

სულ დაკავებულია 170-მდე ინდმეწარმე. მათი დაკავება სხვადასხვა ადგილებზე - საბაჟოზე, სახლებში, ~კიდობნის~ მიმდებარე ტერიტორიაზე და საგამოძიებო სამსახურში მოხდა.

ინდმეწარმეების ნაწილი სახლებში დააკავეს, ნაწილი საბაჟოებზე, ნაწილი კი დაკითხვის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბური დაპატიმრებები ინდმეწარმეებისა და კომპანია *ტრანს-კარგოს* საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც თურქეთიდან მეწარმეების კუთვნილი ტვირთი გადმოქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადამზიდავ კომპანიაში ყალბდებოდა სასაქონლო დოკუმენტები, რის შედეგადაც ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაზარალდა.

სპეცოპერაციის შემდეგ მოვაჭრეებმა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს.