საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე კორონავირუსის კიდევ 99 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 2020-02-17 14:16:00

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე კორონავირუსის კიდევ 99 შემთხვევა გამოვლინდა. იუწყება სააგენტო Kyodo.

ამრიგად, მგზავრთა და გემების ეკიპაჟის წევრთა შორის ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 454 ადამიანამდე გაიზარდა.

ლაინერი Diamond Princess-ი 20 იანვარს იაპონიის ქალაქ იოკოჰამადან ორკვირიან კრუიზში კაგოსიმა-ჰონგ-კონგი-ოკინავას მარშრუტით გაემგზავრა, კრუიზი 4 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

თუმცა გაირკვა, რომ ერთი მგზავრი, რომელიც ჰონგ-კონგში ნაპირზე გადავიდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. 3 თებერვალს გემი იოკოჰომას პორტში რეიდზე დარჩა მგზავრების გასინჯვის მიზნით. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ ლაინერის 14-დღიან კარანტინში დარჩენა მოითხოვა.

ხომალდის ბორტზე იმყოფება 2 666 ტურისტი და ეკიპაჟის 1045 წევრი.