იაპონიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 2020-02-13 16:43:00

იაპონიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრ კაცონობუ კატოს თქმით, კანაგავას პრეფექტურაში 80 წლის ქალი გარდაიცვალა.

იაპონიაში კორონავირუსით სულ 200-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულები ძირითადად იაპონიაში მყოფი საკრუიზო გემის - Diamond Princess-ის მგზავრები არიან. ლაინერის ბორტზე 3500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.