კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 2020-02-10 11:45:00

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა, რაოდენობა ჩინეთში 908-მდე გაიზარდა. დაინფიცირებულია 40 ათასზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

ამგვარად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაინფიცირებულთა რაოდნეობა 3 ათასით გაიზარდა, გარდაიცვალა 97 დაავადებული.

ახალი კორონავირუსის აფეთქება ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ მომენტისთვის ჩინეთში იზოლაციაში 45 მლნ ადამიანი იმყოფება.

9 თებერვალს ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირება თებერვლის მეორე ნახევრიდან ივარაუდეს.