ჩინეთში 1000-ადგილიანი საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა | ფოტოები

საქართველო, თბილისი - 2020-02-02 20:21:00

ჩინეთში, ქალაქ უხანში, 25 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საავადმყოფო, რომლის მშენებლობა 24 იანვარს დაიწყო, ორშაბათიდან უკვე პირველ პაციენტებს მიიღებს.

საავადმყოფო 1000 პაციენტის მიღებას შეძლებს.

უახლოეს დღეებში დასრულდება მეორე საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც 1600 პაციენტზეა გათვლილი.

ამ დროისთვის, ახალმა კორონავირუსმა 305 ადამიანი იმსხვერპლა, აქედან 304 ჩინეთში, ხოლო 1 ფილიპინებში. ვირუსით დაინფიცირებულია 12 000-მდე ადამიანი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსის გამო, გლობალური საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.

Getty Images
Getty Images
სათაური
Getty Images
Getty Images
Getty Images
Getty Images
სათაური
Alamy
Alamy
Getty Images
Getty Images
EPA
EPA