1-ლი თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსისგან გარდაიცვალა 259, ხოლო უკვე გამოჯანმრთელდა 243 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 2020-02-01 14:28:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 31 იანვრის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია ახალი კორონავირუსის [2019-nCoV] 9 826 შემთხვევა.

აქედან, 9 720 შემთხვევა დაფიქსირებულია ჩინეთში, საიდანაც ჰონგ-კონგში 12, მაკაუში 7, ტაიბეი კი ვირუსით დაინფიცირების 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

106 დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირება მოხდა ჩინეთის გარეთ (19 ქვეყანა: იაპონია 14, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 11, ვიეტნამი 5, სინგაპური 13, ავსტრალია 9, მალაიზია 8, კამბოჯა 1, ტაილანდი 14, ფილიპინები 1, ნეპალი 1, შრი-ლანკა 1, ინდოეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 6, კანადა 3, საფრანგეთი 6, ფინეთი 1, გერმანია 5, იტალია 2, არაბეთის გაერთიანებული საემირო 4).

ჩინეთში დადასტურებული 9 720 შემთხვევიდან 1 527 იქნა შეტყობინებული, როგორც მძიმედ მიმდინარე.

შეტყობინებულ იქნა სიკვდილის 213 შემთხვევა (ჩინეთი). შესაძლო შემთხვევების რაოდენობა ჩინეთში 15 238

*ქვეყნები, ტერიტორიები ან არეალები საიდანაც მოხდა 2019-nCoV დადასტურებული შემთხვევების შეტყობინება (30.01.2020).