ირანის საბოლოო პასუხი სულეიმანის მკვლელობისთვის აშშ-ის სამხედრო ძალების რეგიონიდან გაძევება იქნება - ჰასან როჰანი

საქართველო, თბილისი - 2020-01-08 15:43:00

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ ირანის საბოლოო მიზანი შეერთებული შტატების სამხედრო ძალების რეგიონიდან გაძევება იქნება. ამის შესახებ ის მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს.

"გენერალი სულეიმანი გმირულად იბრძოდა ISIS-ის, ალ ნუსრაჰის, ალ ქაიდას წინააღმდეგ და ა.შ. მას ტერორიზმის წინააღმდეგ რომ არ ებრძოლა, ევროპული ქალაქები ახლა საშინელი საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ.

ჩვენი საბოლოო პასუხი მის მკვლელობაზე იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძალების რეგიონიდან გაძევება",- წერს ირანის ლიდერი მიკრობლოგ "ტვიტერში".