აზრზე არ ვარ რა გააკეთა სუს-მა, მაგრამ რაც გააკეთეს, სწორი ქნეს - ადამიანი გაათავისუფლეს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 2019-12-28 13:24:00

"ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სასიხარულო ამბავია. აზრზე არ ვარ რა გააკეთა სუს-მა, მაგრამ რაც გააკეთეს, სწორი ქნეს - ადამიანი გაათავისუფლეს", წერს სოციალურ ქსელში "გირჩის" ლიდერი ზურაბ გორჩი ჯაფარიძე. 

"1. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სასიხარულო ამბავია

2. აზრზე არ ვარ რა გააკეთა სუს-მა, მაგრამ რაც გააკეთეს, სწორი ქნეს - ადამიანი გაათავისუფლეს

3. ქართული მხრიდან ვინც ეცდება მისი გათავისუფლება რუსულ მხარესთან არსებული ‘კარგი’ პირადი თუ პოლიტიკური კონტაქტების დამსახურებად გაასაღოს - ის არის ჩათლახი

4. თუ ვინმეზე რუსული მხარე იტყვის რომ - აი, ამის პატივისცემის ან ამის ძალისხმევის ან ამის მხრიდან სწორი მიდგომების გამო გადავდგით ეს ნაბიჯიო - ვისზეც იტყვიან, ისიც ჩათლახია

5. ადამიანის გატაცება არის ჩათლახობა. მაგრამ მისი გათავისუფლების ისე წარმოჩენა თითქოს თუ რუსულ მხარესთან გაქვს სათანადო კონტაქტები და/ან იქცევი სათანადოდ, მაშინ რუსეთთან, ანუ გამტაცებელთან, შესაძლებელია ურთიერთობების დალაგება - არის უფრო დიდი ჩათლახობა

6. გამტაცებელი გამტაცებელია. ის რომ ის, გატაცების მერე რაღაცას გითმობს ან რაღაცას გიბარტერებს, არ ცვლის და არ აკეთილშობილებს მის დედააფეთქებულობას", აცხადებს ჯაფარიძე.