ჩვენი მოთხოვნაა, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 2019-12-20 12:23:00

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის, პლუს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა,  საარჩევნო მანიპულაციების რისკს გამორიცხავს.

„ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის, პლუს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო, რაც შემდეგ გამორიცხავს საარჩევნო მანიპულაციების რისკს“, – განაცხადა ინაშვილმა.