UNESCO-მ ალპინიზმი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა

საქართველო, თბილისი - 2019-12-12 21:02:00

UNESCO-მ ალპინიზმი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. იტყობინება Euronews-ი.

"ალპინიზმი ტრადიციული ფიზიკური აქტივობაა რომელიც მაღალმთიანი რეგიონები გარემოს, ისტორიის, ღირებულებების ცოდნით და განსაკუთრებული უნარების ქონით ხასიათდება", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბოგოტაში, იუნესკოს მთავრობათაშორისი გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოცხადდა.