გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ნინო წილოსანი დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 2019-11-25 15:56:00

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ნინო წილოსანი დაიკავებს.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

სხვა დანარჩენი თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ვიცე-სპიკერი - გია ვოლსკი.

ვიცე-სპიკერი - მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავდროულად უხელმძღვანელებს უმრავლესობას.

ვიცე-სპიკერი - გიორგი კახიანს, რომელიც აქამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ვიცე-სპიკერი -  კახა კუჭავა, რომელიც აქამდე გარემოს დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - დავით სონღულაშვილი.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - ნინო წილოსანი.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გენადი მარგველაშვილი.