რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 2019-11-25 11:12:00

რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ბიუროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებული უპირატესობით, 66.5%-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.

მოქმედი პრეზიდენტის მეტოქე მეორე ტურში რუმინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიორიკა დენჩილე იყო, რომლის მთავრობასაც, სულ ცოტა ხნის წინ, ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

ვიორიკა დენჩილემ ხმების 33.5%-ის მოპოვება შეძლო.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური რუმინეთში 10 ნოემბერს ჩატარდა.

კლაუს იოჰანისი პრეზიდენტის პოსტს კიდევ 5 წლით დაიკავებს.