დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდება

საქართველო, თბილისი - 2019-11-25 10:21:00

დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია და პიკეტირება განახლდება. აქციის ორგანიზატორები მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე 19:00 საათიდან ელოდებიან. იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებაც ხვალინდელი სესიისთვის.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები კვლავ უცვლელია - ვადამდელი პროპორციული არჩევნები, დაინიშნოს დროებითი მთავრობა და მოხდეს ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება.