მივმართავ ხელისუფლებას, არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია - ბესელია

საქართველო, თბილისი - 2019-11-18 16:37:00

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაარბიოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია.

ბესელიას მტკიცებით, ერთადერთი გამოსავალი მოცემული სიტუაციისგან დიალოგია.

"კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას - არ გამოიყენოთ ძალა და არ დაარბიოთ აქცია! ნუ დაემსგავსებით წარსულს და გაიხედეთ მომავლისკენ! დიალოგი და პრობლემის გადაწყვეტა არის გამოსავალი!!!" - წერს ბესელია სოციალურ ქსელში.