კატრინ დენევი საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 2019-11-06 15:13:00

ცნობილი ფრანგი მსახიობი, 76 წლის კატრინ დენევი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუწყება გაზეთი Parisien-ი.

მსახიობის ზუსტი დიაგნოზი უცნობია, ისევე როგორც ის კლინიკა, სადაც დენევია მოთავსებული.

"ჩვენი მონაცემებით, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, რასაც ღრმა გამოკვლევებს მოითხოვს", - აღნიშნავს გამოცემა.

კატრინ დენევი ფრანგული კინემატოგრაფის ერთ-ერთი სიმბოლოა. ის ვარსკვლავი თავისი კარიერის დასაწყისშივე გახდა, როდესაც 1964 წელს ფილმ "შერბურის ქოლგებში" ჟენევიევას როლი შეასრულა. ფილმმა კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო დიამსახურა.

მსახიობი 120-ზე მეტ ფილმშია გადაღებული.