ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება - მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 2019-10-28 13:11:00

საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ ის ქორეპისკოპოსობისა და საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.

„ვიყავი მოსული სპეციალურად, რომ მენახა უწმინდესი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა. მივიღე გადაწყვეტილება გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება. თუმცა, ვრჩები ეპარქიაში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

საპატრიარქომ აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქის ბრძანება გამოაქვეყნა.