პენსიონერებს უახლესი თანამედროვე აპარატურით უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ. კონსულტაციას ჩაატარებენ "ახალი მზერის~ გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ დვალი და კლინიკის ექიმები. აღნიშნულ საქველმოქმედო აქციას ასევე დაესწრებიან გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლები.