"ფორბსმა" მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 2009-11-12 13:15:00

ჟურნალმა ფორბსმა მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ჟურნალის ვერსიის მიხედვით, პირველ სამეულში აშშ-ს პრეიდენტი ბარაკ ობამა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ხუ ძინტაო და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მოხვდნენ.

შემდეგ მოდიან აშშ-ს ფედერალური სარეერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკე და Google-ის დამფუძნებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი.

ათეულში ასევე შევიდნენ: კარლოს სლიმ ხელუ - სატელეკომუნიკაციო კომპანია Teléfonos de México-ს ხელმძღვანელი, ლათინური ამეიკის უველაე მდიდარი ადამიანი.

რუპერტ მერდოკი _ მედიამაგნატი, კინოკომპანიებისა და გამომცემლობების მFლობელი აშშ-ში, ავსტრალიაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში.Maikla diuki _ კომპანია Wal-Mart-ის მფლობელი.

სულტან ბინ ავდულ აი ალ შაუდი _ საუდის არაბეთის მეფის შვილიშვილი.
უილიამ (ბილ) გეტისი _ Microsoft--ის თანადამფუძნებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ მეთეთრთმეტე ადგილზე აღმოჩნდა რომის პაპი ბენედიქტ XVI, მეთორმეტეზე იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. მეთხუთმეტეზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მეჩვიდმეტე ადგილზეა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, 29-ე გორდინ ბრაუნი, 31-ზე ბილ კლინტონი.

37-ე ადგლზე აღმოჩნდა მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კი 43-ეა.

67 ადამიანისგან შემდგარი მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების სიის ბოლო ადგილზე კი ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესია.