თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში 595 ქურთი მებრძოლი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 2019-10-15 12:18:00

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთთ ოპერაციის დაწყებიდან 595 ქურთი მებრძოლი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სირიელ ქურთებს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდორანმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო" დაიწყო. თუერქეთის ხელისუფლების განცხადებით, მის მიზანს ქურთთა შეიარაღებული ფორმირებებისა და „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების განადგურება წარმოადგენს.

ქურთების შეიარაღებული ფორმირებები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძვიან სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. სირიელ ქურთებს თურქეთის მთავრობა მიიჩნევს მის მიერ ექსტრემისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მოკავშირეებად.