პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში კაჩინსკის პარტიამ "კანონი და სამართლიანობა" გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 2019-10-14 12:17:00

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში, იაროსლავ კაჩინსკის მმართველმა პარტიამ "კანონი და სამართლიანობა" გაიმარჯვა.

წინასწარი მონაცემებით, კაჩინსკის პარტიამ ხმების 45.2% მოიპოვა. ხმების ეს რაოდენობა საკმარისია იმისათვისა, რათა პარტიამ პოლონეთის სეიმში უმრავლესობა მოიპოვოს.

მეორე ადგილზე გავიდა, პოლონეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანება "სამოქალაქო კოალიცია", რომელსაც მხარი 22.3%-მა დაუჭირა.

მემარცხენე პარტიების გაერთიანებამ, რომელიც შედეგების მიხედვით მესამე ადგილზეა, 10.9% მიიღო.

ხმების 9.8% მიიღო კონსერვატიულმა პოლონურმა კოალიციამ, ხოლო 6.6% მემარჯვენეთა კონფედერაციამ.

ბოლო მონაცემებით, პარტია "კანონი და სამართლიანობა" პოლონეთის 460-ადგილიან სეიმში 239 მანდატს მიიღებს.