ყაზახეთში 14 წლის გოგონა სმარტფონის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2019-10-01 17:42:00

ყაზახეთში, ალმათის ოლქის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონა სმარტფონის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გოგონამ დამტენ მოწყობილობაზე ჩართულ სმარტფონთან ერთად დაიძინა.

გამთენიისას სმარტფონის ელემენტი აფეთქდა, რის შედეგდაც გოგონა სასიკვდილო დაზიანებებით გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, მეცხრეკლასელ გოგონას მუსიკის მოსმენის დროს ჩაეძინა.